|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტაქსის მძღოლები ქუთაისის მერიასთან აქციას მართავენ

ტაქსის კომპანია "მაქსიმის"მძღოლები ქუთაისის მერიასთან აქციას მართავენ. გაფიცული მძროლები მგზავრობის ტარიფის გაზრდას მოითხოვენ.

მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ბედით უნდა დაინტერესდეს.

"ადგილობრივი ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს საკუთარი მოქალაქეების ბედით, ხომ უნდა იცოდნენ, რამ გამოგვიყვანა ქუჩაში? ჩვენ იმ ტარიფებით, რაც არის, ვერ ვიმუშავებთ და ამდენი ადამიანი ქუჩაში ვრჩებით"-აცხადებენ გაფიცულები.

მათი თქმით, კომპანიაში აცხადებენ, რომ ტარიფი მხოლოდ 10 თეთრი გაიაფდა, რაც სიმართლე არაა, რადგან მძღოლების თქმით, ტარიფი 10 თეთრით კილომეტრზე შემცირდა, რაც ჯამში სოლიდურ თანხაზე გადის. გაფიცულები ახალი კომპანიის შექმნას და სათანადო პირობებს ითხოვენ.

მძღოლების აქცია მესამე დღეა, გრძელდება.

გაფიცულებს სოლიდარობას პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია უცხადებს.

კომპანია "მაქსიმის" წარმომადგენლები ტარიფის გადახედვას არ გეგმავენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი