ტაქსის მძღოლების გაფიცვას კომპანია "მაქსიმი" პასუხობს
მძღოლების პროტესტი უკავშირდება საწვავის გაძვირებას და პანდემიის გამო შეკვეთების შემცირებას, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია მაქსიმი ავრცელებს, რომლის 200-მდე თანამშრომელი ქუთაისში გაიფიცა.
კომპანიის განცხადებით, ამ პროცესებთან, რაც მძღოლების უკმაყოფილების მიზეზია, „მაქსიმს“ საერთო არაფერი აქვს.
"აქ არ არის მარტივი გამოსავალი. ტაქსით მომსახურებაზე ფასის გაზრდა გამოიწვევს მგზავრობების რაოდენობისა და მძღოლების შემოსავლის შემცირებას. ფასწარმოქმნის პროგრამული ალგორითმების გარდა სერვის „მაქსიმში“ მოქმედებს შეთანხმების მექანიზმი, როდესაც მგზავრს შეუძლია პირდაპირ მოსთხოვოს მძღოლებს თავიანთი ფასი და აირჩიოს ის, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მგზავრები უარს ამბობენ ისეთ შეთავაზებებზე, სადაც მძღოლები ძალიან ზრდიან ფასებს, ამ მოდელით განხორციელებული მგზავრობების ფასები კი ახლოსაა ავტომატურად გაანგარიშებულ ფასებთან. გასათვალისწინებელია, რომ ტაქსით მგზავრობის ფასი განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდების ბალანსით, იმით, თუ რამდენად თანხმდებიან მგზავრი და მძღოლი მგზავრობაზე. თუ მხარეები ვერ თანხმდებიან, მგზავრობა უბრალოდ არ შედგება", - აცხადებს მაქსიმი.
შეგახსენებთ, დღეს ქუთაისში 200-მდე ტაქსის მძღოლი გაიფიცა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა