ტარიელ ხეჩიკაშვილი ხონში ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებს დეპუტატობის კანდიდატის შუამდგომლობით შეხვდა(R)
სასპორტო სკოლებში არსებული პრობლემების უკეთ გაცნობისა და მოგვარების მიზნით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ხონში ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებს, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობით შეხვდა.
ხონისა და ვანის სასპორტო სკოლის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლის დროული მოგვარებაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დასანერგად. შეხვედრაზე იმ რამდენიმე სპორტის სახეობის განვითარებაზეც ისაუბრეს, რომლის პოტენციალიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს აქვთ. მინისტრმა ადილობრივების შეხედულებები მოისმინა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას განხორციელდა პროექტები, რომლის მთავარი დანიშნულებაც რეგიონში სპორტის განვითარებაა. შეხვედრას „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპიტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი დაესწრო.
ავტორი: ნიუპრესი