|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თავის მოვლის საშუალებების შეძენა ონლაინ [R]

თავის მოვლა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია. ამ საქმეს კი ელექტრომოწყობილობები გვიადვილებენ. ხშირად, როცა თავის მოვლისათვის საჭირო ნივთების ყიდვას გადავწყვეტთ, უპირატესობას ონლაინ მაღაზიებს ვანიჭებთ, რადგან მათთან ფართოდაა წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ბრენდები, რომელთა პროდუქციას უკვე ათწლეულებია მომხმარებლები ხარისხით გამოარჩევენ. 

Liloshop- ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია თავის მოვლის საშუალებებისთვის

 

ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლი“ ინტერნეტ მაღაზიაა Liloshop-ი.  აქ  თავის მოვლის საშუალებები ერთი მსუყე ქვეკატეგორითაა წარმოდგენილი. იგი რამდენიმე დასახელების ელექტრომოწყობილობას აერთიანებს. ესენია: ეპილატორები, თმის ფენები, დასახვევები, წვერსაპარსები და ა.შ. ოდნავ ვრცლად ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე.

ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი Philips-ისა და Braun-ის ეპილატორები დიდი მოთხოვნით სარგებლობს, განსაკუთრებით ქალ მომხმარებლებს შორის. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან სიჩქარეთა რაოდენობით, კვების წყაროთი, დიზაინით და გამოყენების წესით (კანი მშრალი უნდა იყოს თუ ნამიანი). 

თმის ფენებიც თავის მოვლის ქვეკატეგორიაში შედის. არჩევანიც მრავალფეროვანია მახასიათებლების მიხედვით.  „ლილოშოპის“ ვირტუალურ თაროებზე როგორც პროფესიონალი სტილისტი იპოვის საჭირო თმის ფენს, ასევე მომხმარებელი, რომელიც მის გამოყენებას სახლის პირობებში გეგმავს. 

მოდის ბოლოდროინდელმა ტენდენციებმა ელექტროსაპარსებზე მოთხოვნა ერთოირად გაზარდა მამაკაცებს შორის. შესაბამისად, ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილ წვერსაპარსებს საკუთარი ნიშა მყარად უჭირავს და რამდენიმე ბრენდის პროდუქციას აერთიანებს. 

როგორც ვიცით, ხვეული თმა ტოლს არ უდებს სწორ თმას და მოწონებით სარგებლობს ყველა ასაკის ქალში, სწორედ ამიტომ თმის დასახვევ მოწყობილობებზე მოთხოვნა მუდმივად მატულობს. შესაბამისად, „ლილოშოპიც“ ცდილობს მომხმარებელს სხვადასხვა ბრენდისა თუ მახასიათებლის თმის დასახვევი შესთავაზოს, რათა შერჩევა გაუადვილოს.  

ხარისხი და ფასები Lilioshop-ზე

ოპტიმალური ფასის განსაზღვრა მნიშვნელოვანია მაღაზიისთვის, თუ მას სურს მყარად იდგეს კონკურენტებს შორის. 

Liloshop-ი სწორედ დაბალ ფასთან ასოცირდება მომხმარებელთა გონებაში, როგორც „ლილო მოლის“ შვილობილი კომპანია. აქ ყველა ადამიანს შეუძლია, შეიძინოს თავის მოვლის საშუალებები, მიუხედავად იმისა დიდი შემოსავალი აქვს თუ მცირე. სწორედ ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს ასე მზარდ ყურადღებას, რომელსაც როგორც მომხმარებლები, ისე კონკურენტები ავლენენ „ლილოშოპის“ მიმართ. 

როგორც ვიცით, ონლაინ მაღაზიას უჭირს სანდოობის მოპოვება ხარისხთან მიმართებით, რადგან მომხმარებელი ნივთს შერჩევის პროცესში უშუალოდ ვერ ხედავს და ვერ ეხება, თუმცა  Liloshop-ს ასეულობით ლოიალური მყიდველი ჰყავს, ეს კი დასტურია პროდუქციის ხარისხიანობისა. თავის მოვლის ქვეკატეგორიაში არსებული ელექტრომოწყობილობები მსოფლიოში ხარისხთან ასოცირებული ბრენდების წარმოებისაა, ასევე მათ გარანტია მოჰყვება, შესაბამისად, მყიდველისთვის ზუსტად ის სარგებელი მოაქვს, რაც ნივთის მახასიათებლებშია მითითებული და თან ეს სარგებელი დროში გახანგრძლივებულია. 

სწორედ ეს ყველაფერი განსაზღვრავს Liloshop-ის პოპულარობას ქართულ ბაზარზე!



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა