|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ცესკო-ში 200-კაციანი საარჩევნო სია წარადგინა

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია დაარეგისტრირეს. როგორც ჟურნალისტებს გია ცაგარეიშვილმა განუცხადა, „თავისუფალი დემოკრატების“ სია არის კონკურენტუნარიანი.
მისივე თქმით, პარტიამ სიაზე საფუძვლიანად იმუშავა.
ცაგარეიშვილის განმარტებით, „თავისუფალი დემოკრატების“ სია 200-კაციანია.
„მხოლოდ პირველ ოცეულს არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია ის თუ როგორ უფასებს პარტია გარჯას და შრომას თანაგუნდელებს. ამიტომ „თავისუფალ დემოკრატებს“ სიაში 200 თავისუფალი დემოკრატი გვყავს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
გია ცაგარეიშვილის თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" პირველი ათეული ასე გამოიყურება: ირაკლი ალასანია; ვიქტორ დოლიძე; ნინო გოგუაძე; ზურაბ აბაშიძე; ირაკლი ჩიქოვანი; შალვა შავგულიძე; თამარ კეკელიძე; ალექსი პეტრიაშვილი; მაია ფანჯიკიძე; გიორგი ცაგარეიშვილი.


ავტორი: ნიუპრესი