"თავისუფლებასთან წააგებთ"- აქცია ქუთაისში
"თავისუფლებასთან წააგებთ"- ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. ისინი დღეს "თეთრ ხიდზე" შეიკრიბნენ და შსს-ს ქმედება დაგმეს.
მათი განცხადები, ადამიანები ისჯებიან არასწორო ნარკოპოლოტიკის გამო.
"შეიცვალოს ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა, რადგან უკვე არის მსხვერპლი, რაც ხელისუფლების ბრალია. ჩვენ ვაპროტესტებთ შსს-ს გუშინდელ ქმედებას და ვგმობთ ძალადობობას და მონოპოლიას, რაც სახელმწიფომ გამოავლინა უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ. მოვითხოვთ, ნარკოპოლიტიკის შეცვლას", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა აკაკი საღინაძემ.
აქციის მონაწილეები თბილისში განვითარებულ მოვლებებს გამოეხმაურენ.
შეგახსენებთ, 12 მაისს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმები ღამით კლუბებში შეიჭრენ და რამდენიმე პირი დააკავეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა