გორდის ახლადაღდგენილ ტაძარში საშობაო წირვა მოეწყობა
ხონის რაიონის სოფელ გორდში, სადაც დიდი ხანია ტაძარი არ მოქმედებდა, მამა გაბრიელისა და სოფლის მცხოვრებლთა ძალისხმევით ტაძარი მაწილობრივ აღადგინეს. რამდენიმე დღეში დასრულდება კანკელის მშენებლობა.
ტაძრის მრევლი ანგარიშის ნომერს აქვეყნებს, სადაც დახმარების მსურველთათვის თანხის გადარიცხვა შეეძლებათ.
"ტაძრის მრევლი მამა გაბრიელის გეგმავს პირველად (ამდენი ხნის შემდეგ) ჩვენს ტაძარში შობას, აღავლინოს სადღესასწაულო წირვა, ანუ ღამისთევა. გვინდა ტაძარი მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ. გვჭირება უამრავი ნივთი, რაც აუცილებელია ღვთისმსახურებების ჩასატარებლად!
მოგმართავთ ტაძრის მრევლის თხოვნით, რომ მიიღოთ მცირედით მაინც მონაწილეობა ჩვენი ტაძრის გალამაზებაში! გვერწმუნეთ მამაო და მრევლი ძალას არ იშურებს, რომ რამე მიემატოს ტაძარს! გვჭირდება ხატები, ნოხი, და სხვა ტაძრისთვის საჭირო ინვენტარი!
გთხოვთ მიიღოთ უკლებლივ ყველამ მონაწილეობა, მცირედით მაინც! ტაძრის ანგარიში: GE71LB0711149197888000 ჩვენთან არს ღმერთი!", -ნათქვამია მრევლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი