მარელისში გაჩერებული მატარებლის მგზავრებმა გადაადგილება ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ შეძლეს
თბილისი-ზუგდიდის მატარებლის მგზავრებმა გადაადგილება ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ შეძლეს. მატარებელი სოფელ მარელისში ცოტა ხნის წინ მივიდა.
ამ ხნის განმავლობაში ლიანდაგიდან გადასული მატარებლის მგზავრები ალტერნატიული ტრანსპორტის მოლოდინში იყვნენ. მათ ხუთი საათის გატარება ღია ცის ქვეში მოუხდათ.
ისინი ხელისუფლებას და კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობდნენ.
მათი თქმით, ამ ხნის მანძილზე მათ მხოლოდ წყალი მიაწოდეს. მგზავრების ჩასხდომა უკვე დასრულდა და მატარებელი ზუგდიდში გაეგმზავრა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა