|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება [R]

საკურორტო სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს. 

მატარებელი 11 აგვისტოდან იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

თბილისიდან გასვლა - 09:05 საათი,

ბათუმში ჩასვლა - 14 :42 საათი,

ბათუმიდან გამოსვლა - 18:30 საათი,

თბილისში ჩამოსვლა - 00:07 საათი.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ-გვერდებზე: Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა