|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში ოპოზიციის აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა

თბილისში ოპოზიციის აქცია პოლიციამ ძალადობრივი მეთოდებით დაშალა.  ამ დროის მონაცემებით დაკავებულია 16 ადამიანი, დააკავეს ასევე მთავარი არხის ოპერატორი სერგო ბარამიძე, რომელიც მოგვიანებით გამოუშვეს, მას დაკავებიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები და ლიდერები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან, ტერიტორია გადაკეტილი აქვს პოლიციას. 

 ლიდერების თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში. 

 შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები მმართველი ძალის მიერ გაყაკლბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ახალ არჩევნებს ითხოვენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა