თბილისში ოპოზიციის აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან
თბილისში ოპოზიციის აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან. მხარდამჭერები ქუთაისში სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ.
მათი მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ან პირველ ეტაპზე სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა. მათი თქმით, არ დაუშვებენ, იგივე შეცდომას, რაც პირველი პრეზიდენტის შემთხვევაში მოხდა და არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
"დღე რამდენიმე ათასი ადამიანი დაიძრება იმერეთიდან, რომ შეურთდეს აქციას თავისუფლების მოედანზე, თავისუფლებისათვის. ჩვენ ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო, მწვავე და არავინ აპირებს დაშლას და უკან დახევას, ამ ბრძოლას ჩვენ მივიყვანთ გამარჯვებამდე",- განაცხადა შუშანიამ.
რეგიონებიდან დედაქალისაკენ ავტომანქანების კოლონების ნაწილი უკვე წასულია.
აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე 20 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი