თბილისში ქუთაისელების საპროტესტო მარში გაიმართა
სხვადასხვა კუთხის საპროტესტო მსვლელობებს არც ქუთაისელები ჩამორჩნენ. „მთავრობა ვერ გევიგე?" „შე ამას", „ვაი ბიძია" - ამ გზავნილებით თბილისში გაბრაზებული ქუთაისელები გამოჩნდნენ. ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად დედაქალაქში სპეციალურად ჩამოსულ ქუთათურებს დგილზე თბილისში მცხოვრები თანაქალაქელები შეურთდნენ.
მსვლელობამ სტარტი რეზო გაბრიაძის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო, საიდანაც მსვლელობით ქალაქის ქუჩები მოიარეს, მარჯანიშვილის გამზირიდან კი იმერეთის სხვა ქალაქების წარმომადგენლებთან ერთად მსვლელობით რუსთაველის მოედნისკენ გაემართნენ.
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები საერთო ეროვნულ საპროტესტო მარშს მართავენ. მოთხოვნები უცვლელია - ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ავტორი: