თეა გოდოლაძემ დაპატიმრების საფრთხის გამო ქვეყანა დატოვა
სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ, დაპატიმრების საფრთხის გამო ქვეყანა დატოვა.
"ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ", - განაცხადა გოდოლაძემ "მთის ამბებთან". გამოცემამ მასთან ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა.
როგორც გოლოლაძე ინტერვიუში აღნიშნავს, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო. ამას წინ უძღოდა, სასამართლოს მიერ, თეა გოდოლაძეზე მძიმე ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პარტნიორის გამართლება, თეასთვის ბრალის წარდგენა, „ქართული ოცნების“ პირველი პირებისგან სიტყვიერი თავდასხმები და მის წინააღმდეგ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ. გოდოლაძე ასევე აქტიურად იყო ჩართული რიონის ხეობაში „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის.
ავტორი: