|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეა წულუკიანი მედიაცენზურის დაწესებაზე საუბრობს

მე გარკვეული რეგულაციების იდეას აბსოლუტურად ვემხრობი - აცხადებს კულტურის მინისტრი თეა წულუიკიანი მედიასთან დაკავშირებით. 

როგორც მან "უცნობის" გადაცემაში განაცხადა, მედიისაგან ბულინგის მოთმენის ვალდებულება არ აქვს. 

„მე გარკვეული რეგულაციების იდეას აბსოლუტურად ვემხრობი. იქნება ეს ფეიკნიუსი თუ ვალდებულებების ნაწილის გამკაფიოება, რა არის საერთოდ ეს ჟურნალიზმი. ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში წერია, რომ ინფორმაციის გავრცელებას თან ახლავს ვალდებულებები, რომ ეს ვალდებულებები ქართულ კანონში უფრო მკაფიოდ გაიწეროს, მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რომ ადამიანებმა მოაწესრიგონ საკუთარი ქცევა.

 

თუ მეორე ადამიანი სისტემატიურად ახორციელებს მცდელობას, რომ დამჩაგროს, მოდაშია ახლა ეს სიტყვა - დამაბულინგოს და გათვლა აქვს იმაზე, რომ მე თავჩაქინდრული ამას ვიტან, როგორც ძველად ჯარში რომ ხდებოდა, მე აღარ ვაპირებ ეს ავიტანო იმიტომ, რომ არ მაქვს ამის ვალდებულება. მე ავიტანე ძალიან ბევრი,“ - განაცხადა  წულუკიანმა.

 შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კულტურის მინისტრმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, რომელიც ამ დრომდე არ დაუბრუნებია. 

ავტორი: ნიუპრესი