|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეატრალური იმერეთი 2016"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში „თეატრალური იმერეთი 2016-ის“ მე-7 სეზონი დასრულდა. ჟიურიმ გამარჯვებულები 12 ნომინაციაში გამოავლინა. ნომინაციების გარდა სხვადასხვა ორგანიზაციებმა საკუთარი რჩეული გამოაცხადეს და მათ საჩუქრები გადასცეს.

 მაყურებლის  რჩეული ხარაგაულის თეატრი გახდა.  პირველი ნომინაცია ჟიურის გადაწყვეტილებით,  ზესტაფონის დასის წევრს ნანა ცხვარაშვილს სპეკტაკლში „იხვებზე ნადირობა“ სცენიური მომხიბვლელობისთვის გადაეცა.  ნომინაცია „სცენის მშვენება“  ლამარა ვაშაკიძეს ხვდა წილად. ნომინაცია “საუკეთესო პარტნიორული დუეტი“ წყალტუბოს თეატრის დასის წევრს, შალვა ვაშაკიძეს გადაეცა. ქართული კლასიკური მწერლობის ორიგინალური ინტერპრეტაციისთვის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული დასი დაჯილდოვდა, სპექტაკლისთვის „სევდის საგზალი“.

ნომინაციაში "ქალის როლის  ახალგაზრდა შემსრულებელი" თერჯოლის დასის წევრი დასახელდა, სპექტაკლისთვის „ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“.

ნომინაციაში "მამაკაცის როლის ახალგაზრდა შემსრულებელი" ორი გამარჯვებული გამოვლინდა, სამტრედიის თეატრალური დასის მსახიობი ნიკა ფხაკაძე სპექტაკლში „თეთრი ბაირაღები“ შესრულებული როლისათვის, ხოლო მეორე ჯილდო იგივე ნომინაციაში ჭიათურის თეატრალური დასის წარმომადგენელს, გიორგი ჩაჩანიძეს ხვდა წილად, სპეკტაკლში- „გეტო“ შესრულებული როლისათვის.

სახასიათო ქალისა და მამაკაცის როლების საუკეთესო შესრულებისთვის ზესტაფონის თეატრის წევრი ნინო აბესაძე სპექტაკლისთვის „იხვზე ნადირობა“ და სამტრედიის თეატრის მსახიობი სპექტაკლისთვის „თეთრი ბაირაღები " როლეს გოგიშვილი  დააჯილდოვეს.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის დანერგვისთვის საჩხერის თეატრი დააჯილდოვეს.

საუკეთესო სამსახიობო ანსამბლად თერჯოლის თეატრი დაასახელეს,  სპექტაკლისთვის „ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“.  

თანამედროვე ჟანრის ვერბატივი  მსახიობ დავით აბულაძეს გადაეცა სპექტაკლისთვის „საკანი#5“. საუკეთესო  საბავშვო სპექტაკლად   „სათაგური“ დასახელდა.

„არტისტული ანსამბლურობით“ ჟიურიმ ხონის თეატრი დაასახელა, სპექტაკლისთვის „ნატაძრალი“ პრიზი პეტრე ჩაგელიშვილს ხვდა წილად.

ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ხონის დასის მსახიობი სოფიო ჩირაძე და ზესტაფონის დასის მსახიობი გიორგი გოველი დაასახელეს.

ნომინაციაში  "საუკეთესო სცენოგრაფია " ტყიბულის თეატრმა გაიმარჯვა სპეკტაკლისთვის „წყნარი ღამე“.

საუკეთესო რეჟისორის ჯილდო  სპექტაკლისთვის „მაგრამ უფლება არ მოუცია“ გიორგი სიხარულიძეს გადაეცა.

ხოლო 2016 წლის იმერეთის ფესტივლის საუკეთესო  სპექტაკლად  ჭიათურის თეატრი დასახელდა სპექტაკლისთვის „გეტო“.

ნომინაციაში გამარჯვებულებს სიგელები, ფულადი ჯილდო  და სხვადასხვა პრიზები დაურიგდათ. მსახიობებს გამარჯვება კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერიის  კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა მიულოცეს.

შეგახსენებთ, "თეატრალური იმერეთი 2016" 20 ივნისს გაიხსნა და 6 ივნისს პოლონეთის თეატრის სპექტაკლით "სტაფილო-განზოგადობის მცდელობა" დასრულდა. ფესტივალი 15 დღის განმავლობაში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში იმართებოდა, სადაც იმერეთის მინიციპალიტეტის თეატრალური დასები მართავდნენ სპექტაკლს.

ღონისძიება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის უცვლელი ორგანიზატორი იმერეთის თეატრალური კავშირის თავმჯდომარე ლევან როხვაძეა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი