"თეატრალური იმერეთი 2019"-ის ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
"თეატრალური იმერეთი 2019" დასრულდა. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.
ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლად ვანის სახალხო თეატრის სპექტაკლი „ემიგრანტები“ (რეჟისორი ლაშა ლომჯარია) დასახელდა. ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისურა" საჩხერის სახალხო თეატრის რეჟისორს გიორგი მეტონიძემ სპექტაკლისათვის ,, ცხოვრება იდიოტისა“ გაიმარჯვა. ამავე ნომინაციაში ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე სპექტაკლისათვის ,,ხორუმი ქართული ცეკვაა“ დაჯილდოვდა.
ნომინაციაში - "საუკეთესო სცენოგრაფია" თერჯოლის სახალხო თეატრის მხატვარი თემურ აბულაძეს სპექტაკლისათვის ,,აკრძალული შობა-ექიმი და პაციენტი“ და წყალტუბოს სახალხო თეატრის მხატვარი მამუკა ტყეშელაშვილი სპექტაკლისათვის ,,ღია შუშაბანდი“ დასახელდნენ.
ნომინაციაში- "საუკეთესო მუსიკალური გაფორმება" ლიკა დარბაიძემ საჩხერის სახალხო თეატრი სპექტაკლისათვის ,,ცხოვრება იდიოტისა“ და გიგა მიქაძე ბაღდათის სახალხო თეატრის სპექტაკლისათვის ,,მონა“ დაჯილდოვნენ.
ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის სამტრედიის სახალხო თეატრის მსახიობი- ლორიტა ჯოჯიკიას ლოლას როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისათვის კი ვანის სახალხო თეატრის მსახიობი ამირან შარაშენიძე და ხონის სახალხო თეატრის მსახიობი დემურ საღარეიშვილი დაჯილდოვდნენ.
ნომინაციაში ქალის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელს ბაღდათის სახალხო თეატრის
მსახიობი ლელა ჭრელაშვილი დორის ლივაინის როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა.
ნომინაციაში მამაკაცის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელებად ტყიბულის სახალხო თეატრის მსახიობები თორნიკე ბარამიძე და გიორგი ყურავა გამოვლინდნენ.
ნომინაციაში - მამაკაცის ეპიზოდური როლის შესრულებისათვის გამარჯვება ხარაგაულის თეატრის მსახიობს როლანდ ხიჯაკაძეს ხვდა წილად, ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისათვის ხარაგაულის თეატრის მსახიობი ლია ჭიპაშვილი შეარჩიეს.
ჟიურის სპეციალური პრიზი ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობ ინგა კაკიაშვილს "ჰეკაბეს" როლის შესრულებისთვის გადაეცა.
„თეატრალური იმერეთი“ წელს მეათედ თეატრალური საზოგადოების, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიისა და იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ჩატარდა. პროფესიულ ჟიურის ლელა ოჩიაური ხელმძღვანელობდა, ჟიურის შემადგენლობაში მაკა ვასაძე, ნერონ აბულაძე, ნიკა წულუკიძე, ლაშა ჩხარტიშვილი და ბაია კოღუაშვილი იყვნენ.
ფესტივალი 20 ივნისს დაიხურა. ფესტივალის გახსნას კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი