"ტენდერებში გამარჯვებულების ვინაობა წინასწარაა ცნობილი"-დავით გოგისვანიძე
„ელექტრონული ტენდერები დარღვევებით ტარდება და გამარჯვებული წინასწარაა ცნობილი“-ამის შესახებ „ევროპული საქართველო“-ს მერობის კანდიდატმა დავით გოგისვანიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ამ ტენდერებში გამარჯვებული წინასწარაა ცნობილი, მხოლოდ მან უნდა გაიმარჯვოს, ვიღაც „შემოფრენილი“ ტენდერის მონაწილე არ აწყობთ, რადგან ამ შემთხვევაში ფული "ვინმეს" ჯიბეში ვერ წავა“ ,- აღნიშნა გოგისვანიძემ.
მერობის კანდიდატმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
ქუთაისის მერობის კანდიდატებთან დისკუსიების ციკლს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, ACCESS-ის საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში ჩაატარებს. პირველი სტუმარი საარჩევნო ბლოკის "ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართელო" ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძე იყო.
ავტორი: ნიუპრესი