|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტენდერში გამარჯვებულ მეწარმეს თანხის დაკარგვა ემუქრება

ქუთაისში საახალწლო მორთულობების აღება დაიწყეს, თუმცა მეწარმე, რომელმაც წელს საახალწლოდ  ქალაქის მორთვაზე იზრუნა,  შესაძლოა,  ანაზღაურების გარეშე დარჩეს.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, მერია ხელშეკრულების ჩაშლას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდმეწარმე ტენდერით გათვალისწინებულ თანხას ვერ მიიღებს.

„მომწოდებელმა ვერ წარმოადგინა მათ მიერ ქალაქში დამონტაჟებული აქსესუარების სერთიფიკატი,  რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ეს კი ხელშეკრულების ჩაშლის მიზეზი ხდება", -აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, მერიამ ქალაქის საახალწლო მორთულობისათვის  49 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც პირველ მცდელობაზე  ჩაიშალა. ტენდერი გამოცხადდა მეორედ და დაფიქსირდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, ინდ.მეწარმე კობა ჯღარკავა, რომელმაც ტენდერი 47 000 ლარად მოიგო.

 ხარვეზებით შესრულების სამუშაოების  გამო მერიამ კომპანიას გაფრთხილებაც მისცა და ხარვეზების გამოსწორებისათვის ვადებით დაუწესა, თუმცა, როგორც ჩანს, მომწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოებით ქალაქის მერია უკმაყოფილო დარჩა. 

 ჯერჯერობით უცნობია, მიიღეს თუ არა ანაზღაურება სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა