|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში 12 უსახლკარო ოჯახს სახლის გასაღები გადაეცა

წლის მთავარი საჩუქარი ოჯახებს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილმა გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. აღნიშნულ ოჯახებს სიმბოლურად სახლის გასაღები საახალწლო კონცერტზე გადაეცათ.
აღნიშნული შესაძლებელი გახდა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოქმედი, სახლდაზიანებული მოქალაქეების სოციალური პროგრამის მეშვეობით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე 41 ოჯახი დაკმაყოფილდა.
პრიორიტეტი  სოციალურად დაუცველი, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაა.
 

ავტორი: