თერჯოლაში 500 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
დღეს და ხვალ თერჯოლის რაიონის სოფელ ოდილაურის 500 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
16 და 17 სექტემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შუალედში, 220კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე ,,სათაფლია“ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თერჯოლის რაიონის სოფელ ოდილაურის 500 აბონენტს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



















