|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2 ათას ლარიანი კოვიდჯარიმა "ევროპული საქართველოს" წევრისათვის - წინასაარჩევნო დევნა თერჯოლაში

თერჯოლაში "ევროპული საქართველოს" წევრი  წინასაარჩევნო ზეწოლისა და დევნის ობიექტი გახდა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც თერჯოლის  მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან კოვზირიძემ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მის წინააღმდევ დევნისა და შევიწროების მანქანა ამოქმედდა. 

როგორც წერეთელი აღნიშნავს,  რუსუდან კოვზირიძესთან ჯერ ოპოზიციურ პარტიასთან კავშირის გაწყვეტა ურჩიეს, თუმცა უარის შემდეგ ჯერ კოვიდრეგულაციის დარღვევა აიძულეს შემდეგ კი 2 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. 

"მისი შვებულებაში გასვლისა და კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ცენტრში აუდიტის სამსახური შევიდა და ხელმძღვანელისგან დოკუმენტის გადაცემა მოითხოვა. რუსუდან კოვზირიძემ განუცხადა აუდიტს, რომ იზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა აუდიტის სამსახური მას დაწესებულებაში მისვლას აიძულებდა. სწორედ ამიტომ იზოლაციიდან მეექვსე დღეს რუსუდან კოვზირიძეს პისიარ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ ცენტრში მისვლა მოუწია, რა დროსაც მასთან სამართალდამცავები გამოცხადდნენ და იზოლაციის წესის დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს“, - განაცხადა წერეთელმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა