|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში საახალწლო სოფელი გაიხსნა

საახალწლო ღონისძიებები გრძელდება იმერეთშიც. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიებები ცოტა ხნის წინ დაიწყო თერჯოლაში. ადგილზე წარმოდგენილია საშობაო ბაზრობები, საგამოფენო და გასართობი სივრცეები, აქვეა საახალწლო სახლები და სხვადასხვა ინსტალაციები.

ადგილზე მოსულ პატარებს ახალ წელს თოვლის ბაბუა მიულოცავს და საჩუქრებს გადასცემს. უკვე დაიწყო კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობენ, დღის ბოლოს კი ღონისძიებები ჯგუფ არას კონცერტით დასრულდება. ღონისძიებები გრძელდება, ამ წუთებში მიმდინარეობს კონცერტი ადგილობრივების შემსრულებლები მონაწილოებით.

ღონისძიება რვა საათამდე გაგრძელდება და ყველას აქვს შესაძლებლობა შეუერთდეს. რაც შეეხება საახალწლო გასართობ ღონისძიებებს, ის 8 იანვრამდე ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი