თერჯოლაში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის 930 000 ლარი იხარჯება
თერჯოლაში, ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანდაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 930 000 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, შეიცვალა სახურავი, შეკეთდა გარე ფასადი, შემოიღობა შენობის ეზო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. სამუსიკო სკოლაში 4 სხვადასხვა განყოფილებაზე ( ფორტეპიანო, სოლო სიმღერა, ხალხური საკრავები, გიტარა) 173 მოსწავლე სწავლობს. სახელმწიფო რწმუნებულმა სკოლამდელი განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ზესტაფონში, 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც დაათვალიერა. ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, შიდა და გარე სივრცეები, ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ავტორი: