|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში, შესაძლოა, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, შესაძლოა, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს - ამის შესახებ იმერეთის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"თერჯოლაში გვაქვს კორონავირუსის სამი ახალი დადატურებული შემთხვევა, ყველა, ვინც ინფიცირებულების კონტაქტებად მოიაზრებოდა,  იყო თვითიზოლაციაში, მათ შორის ეს ადამიანებიც და თავისთავად რისკი, რომ სოფელში ეპიდაფეთქება მოხდეს, არ არსებობს, თუმცა,  გადავხედავთ ვითარებას და დღის ბოლომდე გადაწყდება,  როგორ ვიმოქმედებთ, გავამკაცრებთ თუ არა, თუ არსებული სიტუაცია დარჩება", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. 

რწმუნებული თქმით, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 50-მდე ოჯახია.   

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა არის დაფიქსირებული. 3 ახალი პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეიყვანეს.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა