|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსის გადახურვისთვის სამუშაოები დაიწყო

თერჯოლაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი კორპუსის გადახურვისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა სტიქიიდან მეორე დღესვე, მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა, რაც საკითხის დაუყოვნებლივი მოგვარების მიზნით, არსებული ბაზრის კვლევას ითვალისწინებდა.

გადახურვის სწრაფად და ხარისხიანად შესრულებისათვის მზადყოფნა შპს "საგომ" გამოთქვა, რომელმაც საჭირო მასალა უკვე ადგილზე მიიტანა და სამუშაოები დაიწყო.

ტრისტან სოფრომაძის ქუჩაზე მდებარე  კორპუსის გადახურვის სამუშაოები, რომელიც გამარტივებული შესყიდვით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, უახლოეს დღეებში დასრულდება.

შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი 11 ივნისს გადახადა.

 ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა