ქუთაისში "თეთრი ხიდის" შემდეგ სამუშაოები რუსთაველის ხიდზე დაიწყება
ქუთაისში, თეთრი ხიდის რეაბილიტაციის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოების რუსთაველის ხიდზე იგეგმება.
ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების მოწყობის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ NAT180012091 ტენდერზე წინადადებების მიღება 18 აგვისტოს იწყება და 24 აგვისტოს უნდა დასრულდეს. გამარჯვებულის გამოვლების შემთხვევაში, სამუშოები ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
სამუშაოებისათვის 86 860 ლარია გათვალისწინებული, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ხიდზე 4 მოჩუქურთმებული სვეტი განთავსდება, რომელზეც ნათურები დამონტაჟდება. რუსთაველის ხიდის პროექტის ავტორი გივი თოდაძეა.
რაც შეეხება თეთრ ხიდს მისი რეაბილიტაციის სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და წესით 22 აგვისტოს უნდა დასრულდეს. სამუშაოებისათვის 435 999 ლარია გათვალისწინებული.
ქუთაისში "რუსთაველის ხიდი" 51 წლისაა
ავტორი: ირინა მაკარიძე