თიბისი ბანკი მომხმარებელს გადახდის ინოვაციურ პროდუქტს - თიბისის სამაჯურს სთავაზობს [R]
პირველად საქართველოში, თიბისი ბანკის მომხმარებელი გადახდების განხორციელებას ინოვაციური მეთოდის, თიბისის სამაჯურის გამოყენებით შეძლებს.
თიბისის სამაჯურით გადახდა ბევრად მარტივი და კომფორტულია და ამისათვის, ელექტრონული საფულის და ბარათის გამოყენება აღარ არის საჭირო.
სამაჯური ეკოლოგიურად სუფთა, წყალგაუმტარი, სიცხე და ყინვა გამძლე პროდუქტია და მისი გამოყენებით გადახდა შესაძლებელია ყველგან, სადაც გადახდის ტერმინალია განთავსებული. გადახდის პროცესი მომენტალურია და ამისათვის სამაჯურის POS ტერმინალთან მიახლოებაა საკმარისი. თიბისის სამაჯურით ასევე შესაძლებელია ბანკომატიდან თანხის განაღდებაც.
თიბისის სამაჯურით სარგებლობისას მომხმარებელს დამატებითი ნივთების ტარების საჭიროება აღარ ექნება. გადახდა განსაკუთრებით კომფორტულია მოგზაურობისას, სრიალისას, აუზზე თუ სპორტდარბაზში ყოფნისას.
თიბისის სამაჯურის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე, ვებ-გვერდზე - https://www.tbcpayment.ge/ka/ , სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სამაჯურის და მისი გამოყენების შესახებ.
მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია რამდენიმე დიზაინისა და ფერის თიბისის სამაჯური.
ავტორი: ნიუპრესი