|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისი ქუთაისში რეგიონულ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს

7 მაისს, 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ქუთაისში თიბისის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე შეიკრიბება, რომელიც  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 

 

ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი კი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეორე ფორუმია, რომელიც თიბისი ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდება.

 

ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები არიან, რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, ბრენდისა და მარკეტინგის  აქტუალურ საკითხებზე. 

 

ფორუმის დასაწყისში მაკრო-ეკონომიკურ მიმოხილვას გააკეთებს თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია, ხოლო ფორუმის მეორე ნაწილში სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს საინტერესო მასტერკლასი ელოდებათ შეფ ლუკა ნაჭყებიასგან. ასევე, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ დავით მაყაშვილის, მარიამ ქოიავას, დავით პაპიაშვილის, შოთა ჩინჩალაძის და გიორგი პოპიაშვილის სესიებს. 

 

გარდა ამისა, ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ იმერეთის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლები, ასევე დაინტერესებული პირები თბილისიდან.  

 

პირველი რეგიონული ბიზნესფორუმი, რომელიც 2022 წელს თიბისიმ ჩაატარა, გორში გაიმართა, შეხვედრები წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.  



ავტორი: ნიუპრესი