"ტორპედოს" ახალი მეკარე ყავს
„ტორპედოს“ ახალი მეკარე ყავს. 26 წლის როინ კვასხვაძემ შრომით ხელშეკრულებას ხელი დღეს მოაწერა. მეკარეს კარგად იცნობენ ქუთაისელი და, ზოგადად, ქართველი ქომაგები. იგი დიდი საფეხბურთო დინასტიის წარმომადგენელია. კვასხვაძეს 3 მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მანამდე სისტემატურად იწვევდნენ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში. 2006-2013 წლებში „ზესტაფონის“ მოთამაშე გახლდათ და ამ გუნდთან ერთად ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელ თასს დაეუფლა და სხვა ტიტულებიც მოიპოვა.
"„ტორპედოს“ ხელმძღვანელობა კვიპროსიდან წამოსვლისთანავე შემეხმიანა. არ დავმალავ, ძალიან გამიხარდა. ქუთაისელი ვარ და „ტორპედოში“ თამაში ჩემთვის საამაყოა. ვიცი, რომ გუნდში სასიკეთო ძვრებია, კლუბის ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბს „ტორპედოს“ კრიზისიდან გამოყვანა სურს და სამომავლოდ გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ მაღალი მიზნებისათვის ბრძოლას ისახავს მიზნად. მინდა ამ საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო. თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი გულშემატკივრების გასახარებლად“,- აღნიშნა როინ კვასხაძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი