|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" ფანკლუბი ქუთაისის მერიასთან აქციას აანონსებს

ქუთაისის საფეხბურთო კლუბის "ტორპედოს" ფანკლუბი 11 სექტემბერს ქუთაისის მერიასთან აქციას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ფანკლუბი საკუთარ ფეისბუკ  გვერდზე "ჩვენ ვართ ტორპედო" ავრცელებს. კლუბის გულშემატკივრები მერიისაგან თანხების გამოყოფას ითხოვენ.  

"გადავწყვიტეთ 11 სექტემბერს 14:00 საათზე შევიკრიბოთ ქალაქის მერიასთან და მოვითხოვოთ ნებისმიერი გზით კლუბისთვის საჭირო თანხის გამონახვა. ვინაა დამნაშავე მომხდარში, ვინ რას უცდის და ა.შ., ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს! მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - „ტორპედო“ უნდა გადარჩეს, გააგრძელოს არსებობა და იყოს წარმატებული კლუბი.

ქუთაისს „ტორპედო“ სჭირდება. „ტორპედოს“ გარეშე ჩვენს ქალაქში ფეხბურთი მოკვდება...

მოგიწოდებთ ყველა გულშემატკივარს, ვისაც გული შეგტკივათ „ტორპედოზე“, 11 სექტემებრს 14:00 საათზე მოდით მერიასთან!

მოგიწოდებთ ყყველა მშობელს, ვისაც პატარა ფეხბურთელები გეზრდებათ, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მოდით მერიასთან და დაიცავით ის მომავალი, რომლებსაც თქვენს ბავშვებს ართმევენ!

მოგიწოდებთ ყველა ქუთაისელს, ვისთვისაც ეს ქალაქი და მისი ღირებულებები მნიშვნელოვანია, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მოდით მერიასთან.

ქუთაისს „ტორპედო“ სჭირდება. „ტორპედო“ ქართულ ფეხბურთსაც სჭირდება!

გელოდებით, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მერიასთან!""-ნათქვამია ფანკლუბის განცხადებაში. 

შეგახსენებთ,  ზაალ ჩაჩავას მმართველობისას "ტორპედოში" შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო კლუბი დაშლის პირას მივიდა.

ავტორი: ნიუპრესი