|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს“ მთავარ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა

დღეს ქუთაისში საფეხბურთო გუნდ „ტორპედოს“ მთავარ სტადიონს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, ქუთაისში დაბადებული რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე რამაზ შენგელიას სახელის მინიჭების ცერემონიალს ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, თვითმართველობის წარმომადგენლები და რამაზ შენგელიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

დღესვე ,,ტორპედოს"  და ,,დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართება. სტადიონზე წარმოადგინეს რამაზ შენგელიას ძეგლის ესკიზი, რომელიც უახლოეს ხანში სტადიონზე დაიდგმება.

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი