"ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი სტაჟირებას ბარსელონაში გაივლის
ქუთაისის "ტორპედოს" 17-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი რეზი კვერნაძე კატალონიის "ბარსელონაში" 10-დღიან სტაჟირებას გაივლის. კვერნაძე ბარსელონაში 25 სექტემბერს გაემგზავრება და იქაური როგორც ასაკობრივი, ისე პირველი გუნდის თამაშებსა და ვარჯიშებს დაესწრება.
"10-დღიანი მოწვევით მივდივარ სტაჟირებაზე ბარსელონაში, სადაც 18, 20 და 22-წლამდე ასაკობრივი გუნდების მატჩებსა და ვარჯიშებს დავესწრები. გარდა ამისა, "ბარსელონას" მთავარი გუნდის ვარჯიშსაც დავესწრები. მიმიწვიეს სამწვრთნელო საქმიანობაში განათლების ასამაღლებლად და 10 დღის განმავლობაში იქნება სწავლა, თუ რა მეთოდით მუშაობენ "ბარსელონაში". ამ ყველაფერს "ბარსელონას გენერალური დირექტორი ბრაიდა არიედო ხელმძღვანელობს", - ამბობს რეზი კვერნაძე.
ავტორი: ნიუპრესი