"ტორპედოსა“ და „დინამოს“ მატჩის დაწყების წინ ინციდენტი მოხდა
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარე პერიმეტრიდან უცნობმა პირმა ქვა ისროლა, რის შედეგადაც პირველი არხის მოძრავი სატელევიზიო სადგურის ინჟინერი გიორგი ტოგონიძე დაშავდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებული, თავის არეში მიღებული ჭრილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დღეს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 27-ე ტურის და მესამე წრის მთავარი დაპირისპირება იმართება - ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი „ქართულ დერბის“ მასპინძლობს - "ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ შეხვდება.
frontnews.eu
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა