"ტორპედოში" არსებულ პრობლემებს გუნდის ადმინისტრაციაში ადასტურებენ
ქუთაისის "ტორპედოში" არსებულ ხარვეზებს ხელმძღვანელობა აღიარებს. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავალიანება რამდენიმე დღეში დაიფარება.
"გავრცელებული ინფორმაცია, რომ კლუბში ორი თვის დავალიანებაა, სიმართლეს შეესაბამება. კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეჰპირდა, რომ უახლოეს 2-3 დღეში აღნიშნული დავალიანება გასტუმრებული იქნება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელთა ნაწილმა გუნდი დატოვა, რაც ტყუილია - გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება "ლოკომოტივთან" მატჩისთვის. დღეს გუნდი თბილისში ჩავა, სასტუმროში დაბინავდება, ხვალ კი მატჩს გამართავს. რა იქნება ზეგ, ამას დრო გვანახებს, ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია"- აცხადებენ პრესსამსახურში.
"ტორპედოში" არსებულ პრობლემებზე "ნიუპრესი" წერდა. ჩვენი ინფორმაციით, თუ უახლოეს დღეებში ხელფასები არ დაირიცხა ფეხბურთელები გუნდს დატოვებენ.
გუნდში პრობლემები რამდენიმე თვეა არსებობს.
ხვალ "ტორპედოს" და "ლოკომოტივის" თამაში გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა