|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება

"ტორპედოს "შემადგენლობაში  გიორგი გურული  დაბრუნდა. 27 წლის ფეხბურთელი  ბოლოს თბილისის "დინამოში" თამაშობდა. მას  ქუთაისურ გუნდში 7 სეზონი აქვს გატარებული  "ტორპედოს" გარდა გამოდიოდა "ბორჯომში", ყაზახურ "შახტიორში", "დილაში", "ზესტაფონში", "შუქურაში". 

გუნდთან ასევე კონტრაქტები გაახანგრძლივეს შოთა ბაბუნაშვილმა, მაქსიმე ქვილითაიამ და ბექა ტუღუშმა. "ტორპედოში"  რჩებიან  ვაჟა ტაბატაძე და გიორგი ნერგაძე. ორივე ფეხბურთელმა კლუბთან წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.  

რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით კი, საფეხბურთო კლუბ „ტორპედო“ ქუთაისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელ ალექსანდრ შტელინს, რომელიც ახლახან ბელგიური ლიეჟის „სტანდარტის“ 21-წლამდელთა გუნდს ჩაუდგა სათავეში, ქართველი სპეციალისტი, 54 წლის კობა ჟორჟიკაშვილი შეცვლის.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს  საფეხბურთო კლუბის სპონსორობის საკითხის გადაწყვეტა.  არსებული ინფორმაციით,  კლუბის სპონსორობას ცნობილი ბიზნესმენი თემურ უგულავას ჯგუფი  გეგმავს. ამ ჯგუფის საფეხბურთო მიმართულებას მერაბ ჟორდანია განსაზღვრავს.  

სავარაუდოდ, კლუბში ცვლილებები ისევ გაგრძელდება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა