თოვის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა
გომი-საჩხერე-ჭიათურა ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვები უამინდობის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოქმედებს.
„თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე. გარდა ამისა, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ხაიში-უშგულის მონაკვეთზე.
ავტორი: