თოვლი და ყინვა, - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნერლია თოვლი, გაძლიერდება ყინვა, - ასეთია სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის. დღესვე, საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას თქმით, 7 იანვრის ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი.
„დასავლეთ საქართველოში კვლავ განახლდება ნალექი. მთიან რაიონებში ზოგან იქნება წვიმა, რომელიც დროგამოშვებით გადავა თოვლში და თოვლ-ჭყაპის სახით იქნება გამოსახული. საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან თოვაა ნავარაუდევი, ზოგან ძლიერი. საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. არაა გამორიცხული, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქიც იყოს.
შედარებით თბილია ზღვისპირა რაიონები. დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია +8 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში – 3-5 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, რაც ხვალ, დილის საათებიდან შესუსტება.
ამ საღამოს ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელია დასავლეთ რეგიონებში. კახეთის რეგიონსა და დედაქალაქში გამოიდარებს, მაგრამ იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება. გამოდარება მოსალოდნელია ორი დღით, 7-8 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ყინვა მოიმატებს 7 იანვრის ღამის საათებში“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.
ავტორი: ნიუპრესი