"თქვენი არც ერთი პრობლემა არ დარჩება უყურადღებოდ" (R)
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შოთა ხაბარელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვაზიანის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატი დეტალურად გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს. აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი გზები და სასმელი წყლია. „ჩვენი შეხვედრა უნდა იყოს საწინდარი მომავალი კონსტრუქციული ურთიერთობებისა. ეს შეხვედრა არ იქნება პირველი და უკანასკნელი, ჩვენს შორის უნდა იყოს მუდმივი კომუნიკაცია. თქვენი არც ერთი პრობლემა არ დარჩება უყურადღებოდ, ჩვენ ვიქნებით თქვენს სამსახურში“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
ავტორი: ნიუპრესი