|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თქვენი უდიდესი პასუხისმგებლობა და როლი ძალიან მნიშვნელოვანია დღეს"-ზვიად შალამბერიძე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქართული მედიის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

"თქვენი როლი, თქვენს მიერ ობიექტურად და ოპერატიულად გაშუქებული ნებისმიერი სიახლე, თქვენი უდიდესი პასუხისმგებლობა და როლი ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც უდიდესი გამოწვევის წინაშეა ჩვენი ქვეყანა და საზოგადოების სწორად და ზომიერად ინფორმირებულობაა საჭირო. თქვენ ხართ ყოველთვის იქ, სადაც მოვლენების ეპიცენტრია, რთული პროფესია გაქვთ, მაგრამ თქვენ ბევრი შეგიძლიათ. გისურვებთ ყოველთვის საინტერესო ამბების წინა ხაზზე ყოფნას და ბევრ წარმატებას თქვენს საპატიო საქმიანობაში"- წერს ზვიად შალამბერიძე.

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა.  თარიღი 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა