|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრანსპორტში შესაძლებელი იქნება მცირე ზომის ცხოველის გადაყვანა ხელში აყვანით, ჩანთით - მაია ბითაძე

ამბობენ,  რომ თითქოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში კატის ან დეკორატიული ჯიშის მცირე ზომის ძაღლის აყვანა შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად ალიკაპის და საბელის გამოყენებით, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

„სინამდვილეში: ეს შეზღუდვა მოქმედებს უკვე წლებია, სანქცია განსაზღვრულია 8 ლარის ოდენობით. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა, კერძოდ შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის გადაყვანა ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად), ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელი იქნება მოკლე საბელის გამოყენება“, - აღნიშნა ბითაძემ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი