|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თუ არ მოგწონთ ,ჩამოაყალიბეთ - სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებზე

 შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს ლაპარაკი – მე ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს. თუ არ მოგწონთ – ჩამოაყალიბეთ – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში განაცხადა, სადაც შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

მისი თქმით, არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მომზადება.  

 „არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ, დაგეხმაროთ, რომ თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ ვიცოდეთ ვინ ხართ, სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს ლაპარაკი – მე ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს. თუ არ მოგწონთ – ჩამოაყალიბეთ, თქვენი ჯერი მოვიდა. იმ პარტიებსაც ექნებათ თავიანთი ადგილი, მრავალფეროვნება არის ამ ქვეყნის სიძლიერე, მაგრამ ახალი პარტიები ნამდვილად საჭიროა, რომელიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა მზადყოფნა და ეს არ უნდა იყოს გადადებული ხვალინდელი დღისთვის.

„ეს გუშინ უნდა დაწყებულიყო. კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია მომზადება იმის, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ. მე პირადად, ყველა ძალებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩამოვაყალიბოთ ის პირობები , რომელიც იქნება მინიმალური პირობები, რომ ჩვენ, თქვენ, ყველამ დავიჯეროთ, რომ არჩევნები იქნება მართლაც თავისუფალი და მართლაც დაცული. ასე გავალთ ჩვენ სამშვიდობოზე. სხვა გზა არ არის ამ ქვეყნისთვის, ამ რეგიონში, სხვა გზა არ არის არსად. თუ გვინდა, მშვიდობაც და თავისუფლებაც და დემოკრატიაც – ეს არის არჩევნები, კარგად მომზადებული არჩევნები, რომელსაც ბოლომდე დავიცავთ“, – განაცხადა სალომე ზურაბშვილმა.

ავტორი: