"თუ ჩვენი დღეა, ჩვენც მოგვცენ აღნიშვნის შესაძლებლობა"
დღეს ქუთაისქალაქობა აღინიშნება. ქალაქში სხვადასხვა თაობის ადამიანების მონაწილეობით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, თუმცა ქუთაისელთა ნაწილი ღონისძიებაზე დასწრებას ვერ ახერხებს. მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ "ქუთაისობა" დასვენების დღე არ არის და ვერ ახერხებენ ღონისძებებში ჩართვას.
"ყველა ქუთაისელს ვულოცავ დღევანდელ დღეს, "ქუთაისობას", თუმცა გული მწყდება, რომ ეს დღე ქუთაისის მცხოვრებლებისთვის სამუშაოა. ქუთაისი იმსახურებს, რომ ამ დღეს ისვენებდეს და საკუთარ იუბილეს თავად აღნიშნავდეს მის თითოეულ ქუთათურთან ერთად. ჩემი ოჯახის წევრები მონაწილეობენ, გამოდიან კონცერტებზე და ვერ ვახერხებთ ვუყუროთ, რატომ არ არის დასვენების დღე? თუ ჩვენი დღეა, ჩვენც მოგვცენ აღნიშვნის შესაძლებლობა", –აცხადებენ მოქალაქეები.
„გვირილობის“ ზეიმი სათავეს გასული საუკუნიდან იღებს და მას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.
ავტორი: ნიუპრესი