„ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის154-ე მუხლით დაიწყო
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორს გიორგი შეწირულს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
როგორც მაკა ჩიხლაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ტვ პირველის გადამღებმა ჯგუფმა კონსერვატორიასთან გადაიღო ნიღბიანი პირები, რომლებიც მოქალაქეებს სცემდნენ და ამ პირებმა გადაღების ფაქტი დააფიქსირეს, ისინი თავს დაესხნენ გადამღებ ჯგუფს, ოპერატორს გასტაცეს კამერა და სასტიკად სცემეს. ტვ პირველის ოპერატორს აღენიშნება ღია ჭრილობა თავის არეში. ადგილზე მყოფი საპოლიციო ძალებმა მომხდარზე რეაგირება არ მოახდინეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 85.71%
არა - 14.29%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა