|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტვიშის მოსახლეობამ ნამახვან ჰესის წინააღმდეგ აქცია გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის მოსახლეობამ აქცია გამართა.

ადგილობრივები მდინარე რიონზე 111 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას აპროტესტებენ. რიონის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მოსახლეობას დატბორვა ემუქრება, შეიცვლება კლიმატი, ბიომრავალფეროვნება და განადგურდება ყურძნის უნიკალური ჯიშები.

ტვიშის ცენტრში ადგილობრივები ცაგერს მერს შეხვდნენ. რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ ავთანდილ უგრეხელიძეს თავიანთი მოთხოვნები გააცნო.

მდინარე რიონზე 433 მეგა ვატის სიმძლავრის ნამახვანისა და ტვიშის ჰესს კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპი" აშენებს. კომპანიის წარმომადგნელები დღეს ადგილობრივებთან შეხვედრაზე არ მივიდნენ. როგორც მათ ადგილობრივებს წერილობით აცნობეს, მზად არიან მოსახლეობას მედიის გარეშე 6 სექტემბერს შეხვდნენ და ჰესის პროექტი განიხილონ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი