|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითდასაქმებულები დახმარების გარეშე დარჩნენ - ანა ნაცვლიშვილი მოვაჭრეებს შეხვდა

ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს.

მისი თქმით, ერთჯერადი დახმარების მიმღებთა რეგისტრაციის ვადა უნდა გახანგრძლივდეს და ხელისუფლება თვითდასაქმებულებს ონლაინ აპლიკაციის შევსებაში დაეხმაროს.
ნაცვლიშვილის თქმით, დასაქმებულთა ნაწილს არ შეუძლია აპლიკაციის შევსება, რის გამოც დახმარება ვერ მიიღეს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს ქუთიასში მოვაჭრეებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ნაცვლიშვილის თქმით, თუ ხელისუფლება თვითდასაქმებულებს აპლიკაციის შევსებაში არ დაეხმარება, ამ ფუნქციას "ლელო" იტვირთავს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა