ტყეში სათბობი შეშის მოპოვების ვადა 2026 წლამდე გადაიწევს
პროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება სწორედ ამ ვალდებულების გადავადებას უკავშირდება.
"აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო უკვე ახორციელებს საქმიანი ეზოების პროექტის ფარგლებში მერქნული რესურსის რეალიზაციას იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ხე-ტყის დამზადების უფლება და აღნიშნული პრაქტიკა დინამიკაში უკვე მზარდი პროცესია.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში მითითებული ვადა გადაიწევს 2026 წლამდე, სატყეო სააგენტო ინტენსიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და მეთოდურად რეგიონებში ნელ - ნელა შეიცვლება სათბობი შეშის მოპოვების პრაქტიკა, რაც საშუალებას მისცემს ერთის მხრივ ტყის მართვის ორგანოებს მომზადებულნი შეხვდნენ 2026 წელს, ხოლო მოსახლეობაში უფრო ამაღლდება ცნობიერება და ინფორმაციულობა ამ კუთხით და შესაბამისად, ორივე მხრიდან იქნება ახალ მოდელზე გადასვლის მზაობა დათქმული თარიღისათვის,“- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ავტორი: ნიუპრესი