|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბილის მინდელის სახელობის შახტი რამდენიმე დღით მუშაობას შეაჩერებს

ტყიბილის მინდელის სახელობის შახტი რამდენიმე დღით მუშაობას შეაჩერებს. ამის შესახებ, როგორც შრომის უსაფრთხოების ინსპექციის, ასევე კომპანია საქნახშირის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა განაცხადა.

„საქნახშირის“ საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიხაილ სოცკის განცხცდებით, შახტი სამი დღით გაჩერდება. 

 

 მივიღებთ შახტის 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას. შემდეგ უკვე კომისიის შედეგები გვიჩვენებს. როგორ გაგრძელდება შემდგომი სამუშაოები, ეს კომისიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ორი დღის განმავლობაში სიტუაციის სრულ ანალიზს მოვახდენთ და გავმართავთ პრესკონფერენციას მომხდარის მიზეზების შესახებ,“ - აღნიშნა სოცკიმ.
 
შრომის უსაფრთხოების ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, გამოვლენილია გარკვეული დარღვევები და გასცეს რეკომენდაცია, რომ დროებით დაიხუროს კონკრეტული უბანი და შეწყდეს აფეთქებები, ვიდრე კომპანია არ უზრუნველყოფს, რომ გამოსწორდეს დარღვევები. 

„პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაოების განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა“, - აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებაში,

შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება.

 
 
ადგილზე იმყოფება ტყიბულის მერი, მისი თქმით, ყველას ინტერესში მოხდეს ობიექტური გამოძიება და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანოა, დაშავებულების მდგომარეობა.
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა