|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში 100-მდე მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შედის

ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესის მეორე სმენაში გადატანას აპროტესტებენ.
ორი დღეა სასწავლო პროცესი  პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, რაც იმაში გამოიხატება, რომ 100-მდე მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შედის. სკოლასთან პედაგოგები და მშობლები არიან შეკრებილები.


მეორე ცვლის დამატება ექსპერტიზის შედეგმა გამოიწვია, სადაც ნათქვამია, რომ მეორე საჯარო სკოლა ამორტიზებულია.


"სკოლის შენობა ამორტიზებულია, ამიტომ გადაგვიყვანეს სხვა სკოლაში. გადაგვიყავნეს პირველ საჯარო სკოლაში, სადაც არ არის საკმარისი ოთახები. ამიტომაც გადაუწიეს ბავშვებს ორ საათამდე სწავლის დაწყება. ჩვენ ამას არ შევეგუებით. გამოგვიყონ ფართი, სადაც უნდათ, მთავარია, ბავშვებმა პირველ ცვლაში ისწავლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილებს სკოლაში არ გავუშვებთ და საერთოდ გაუქმდება ეს სკოლა," - ამბობენ მშობლები.

ტყიბულის მეორე საჯარო სკოლაში 119 მოსწავლე ირიცხება.  

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა