|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! - ტყიბულის მერიის წინ გაფიცული მეშახტეები შეიკრიბენ

ჩვენ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - აცხადებენ მეშახტეები, რომლებიც  ტყიბულში მერიის წინ შეიკრიბნენ.  შახტში დასაქმებულები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ მუშაობაზე უარი განაცხადეს, პროტესტს აგრძელებენ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია, უსაფრთხოების ზომების დაცვა და ხელფასების ოცი პროცენტით გაზრდა.

მათი თქმით, კომისიამ, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა დასკვნა დადო, რომლითაც შესაძლებელია სამუშაოების პარალელურად მოხდეს რეაბილიტაცია, რასაც მეშახტეები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მეშახტეები გეგმავენ, პროტესტი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გააგრძელონ. შახტის თანამშრომლებმა მუშაობაზე უარი 10 ივნისს განაცხადეს, მას შემდეგ, რაც შახტში ინციდენტი მოხდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა