ტყიბულის შახტში დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა
ტყიბულის მინდელის შახტში დაშავებულები ხეჩინაშვილი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, 8 დაშავებულიდან 3 -ის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის კრიტიკულად მძიმეა 36 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის 60 %, მათ შორის სასუნთქი გზები დამწვარი აქვს.
კლინიკის დირექტორის გუგა ქაშიბაძის თქმით, დაშავებულების ნაწილი რეანიმაციულ, ნაწილი კი ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსდენ.
" კატასტროფის ბრიგადამ გამთენიისას გადმოიყვანა 8 პაციენტი,მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ისინი მოთავსდენ დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 5პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია, მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, გარდა დამწვრობებისა, მათ სხვადასხვა ტრამვული დაზიანებები აქვთ" , - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
აფეთქება ტყიბულის მინდელის შახტში გუშინ, გვიან ღამით მოხდა, აფეთქების შედეგად 52 წლის მამაკაცი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
ავტორი: ნიუპრესი